გადალაპარაკება მაკრონთან და ხელის ჩამორთმევა ესპანეთის პრემიერთან - რა შედეგით ბრუნდება კობახიძე კოპენჰაგენიდან
კომუნიკაცია ემანუელ მაკრონსა და ირაკლი კობახიძეს შორის იმ დროს შედგა, როცა საფრანგეთის ლიდერი დარბაზში ადგილს იკავებდა. მთავრობის ადმინისტრაციამ კოპენჰაგენიდან გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ კობახიძესა და აკრონს შორის მცირე კომუნიკაცია შედგა. ეს გასაკვირი არ არის, პროტოკოლის მიხედვით კობახიძემ ადგილი მაკრონსა და მერცს შორის დაიკავა. რიგითობას კი ანბანი განსაზღვრავს, ამიტომ ივანიშვილის პრემიერს შესაძლებლობა მიეცა საფრანგეთის ლიდერს გამოლაპარაკებოდა. აქ ჩანს, რომ საუბარი ძირითადად პროტოკოლურია.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე ჩასულმა კობახიძემ "დიფ სთეითზე" საუბარი ვეღარ გაბედა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ყველა, ვისაც "დიფ სთეითად" მიიჩნევს, მის გვერდით იყვნენ. კობახიძე ჯერ კიდევ გუშინ ევროკავშირს ლანძღავდა, ახლა ამტკიცებს, რომ ევროკაშირში გაწევრიანება მისი პარტიის მთავარი მიზანია. რას უკავშირდება კობახიძის შეცვლილი რიტორიკა არ ვიცით, თუმცა, მისი ოპონენტები დარწმუნებულები არიან , რომ კობახიძის ვიზიტი მისი მორიგი საგარეო კრაზი იქნება.