ვინ არბევდა ხალხს? - სპეცრაზმიდან საიდუმლო სიამ გამოჟონა

02.10.25 20:15
ვინ არბევდა ხალხს? - სპეცრაზმიდან საიდუმლო სიამ გამოჟონა

ვინ არბევდა ხალხს? - გასაჯაროვებულია იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც აქტივისტების ცნობით, სისხლიანი მოვლენების უკან იდგა.

ასეულობით სპეცრაზმელის და განსაკუთრებულ დავალებეთა დეპარტამენტის თანამშროლების პირადი მონაცემები ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში დღეს მოულოდენლად გავრცელდა. აქტივისტებმა არაერთი მოძალადე ამოიცნეს. "პირველებმა" სიაში დასახელებულ პირებთან სცადა იმის გადამოწმება, ნამდვილად მუშაობენ თუ არა სპეცრაზმში. 

სიაში იძებნება ვასილ კეკელიძე. ის სავარაუდოდ, "ოცნების" დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის აპარატის უფროსის ძმაა. როგორ მოხვდა სპეცრაზმში, ეს უცნობია. კეკელიძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა ის რომ გავრცელებული ინფორმაცია რეალურია ამას "პირველებთან" განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გორის დანაყოფის თანამშრომელი ადასტურებს.

ყოფილი ძალოვანები არ გამორიცხავენ, რომ შიდა დაპირისპირებების გამო, ოცნებამ აჯანყებულების დაშოშმინება მათი სახელების გავრცელებით გადაწყვიტა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სია წესით ხელმისაწვდომი მხოლოდ სუსისთვის უნდა იყოს. თუმცა ფაქტია რომ დაანონსებულ დიდ სახალხო შეკრებამდე 48 საათით ადრე, საიდუმლო დოკუმენტებმა დღის სინათლე იხილა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში 

მსგავსი სიახლეები