"თავისუფლების მოედანზე" გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

02.10.25 20:39
"თავისუფლების მოედანზე" გელა ხასაიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ხალხი გელა ხასაიას მხარდასაჭერად - ამ წუთებში "თავისუფლების მოედანზე"  აქცია იწყება.  მოქალაქეები "კოალიცია ცვლილების" წევრის დაკავებას და მის წინააღმდეგ უფლაბადამცველების თქმით, წამებასთან  გათანაბრებულ მოპყრობას აპროტესტებენ. 

გელა ხასაიამ პოლიციელების სისასტიკის შესახებ გუშინ  სასამართლოზე ილაპარაკა.  

1 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აქტივისტს, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ გელა ხასაიას.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას დაპირისპირება მოჰყვა დამსწრეებსა და მანდატურებს შორის.

მსგავსი სიახლეები