სოლიდარობა არის ჩვენი ძალა, რომელზეც ვდგავართ და შეუძლებელია ვინმე სადმე მარტო დავტოვოთ - შუშანა მაცაბერიძე

02.10.25 21:29
სოლიდარობა არის ჩვენი ძალა, რომელზეც ვდგავართ და შეუძლებელია ვინმე სადმე მარტო დავტოვოთ - შუშანა მაცაბერიძე

კოალიცია “ცვლილების“ წევრი, შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ სასამართლოში მანდატურების ძალადობა ხალხზე სამი მიზეზით ხდება და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები არ მივიდნენ.

მაცაბერიძის თქმით, საზოგადოებაში სოლიდარობა დღეს ისეთი მძლავრია, რომ ამას რეჟიმი ვერ გაიგებს და ვერც შეაჩერებს.

მანდატურების მხრიდან ძალადობა ხდება სასამართლოში სამი რაღაცის გამო, პირველი - წამოიკიდონ ვინმე, დააკავონ და კიდევ ახალი სინდისის პატიმარი გაჩნდეს, მეორე - ძალა გვაჩვენონ და კუნთები გვითამაშონ და მესამე - იქ აღარ მივიდეთ. ისინი მიიჩნევნე, რომ ჩვენი იქ ყოფნა ნიშნავს ხმაურს, რადგან იციან, რომ როდესაც ჩვენი მეგობრები გამოდიან, ჩვენ მათ ყოველთვის გავამხნევებთ, მათ ჰგონიათ, რომ თუ გვცემენ და გაგვყრიან აღარ მივალთ იქ. ყველა რეპრესიული მანქანა ამოქმედებულია იმისთვის, რომ დააშინოს თითოეული მოქალაქე, გელა ხასაია პროტესტის სახეა და ამით უნდა რეჟიმს ყველას უთხრა, რომ როგორც კი გააქტიურდება, ამისთვის შენ დაისჯები. სოლიდარობის ჯაჭვი ჩვენთან იმხელა და ისე მჭიდროა, ამას რეჟიმი ვერასდროს გაიგებს. სოლიდარობა არის ჩვენი ძალა, რომელზეც ვდგავართ და შეუძლებელია ვინმე სადმე მარტო დავტოვოთ, -განაცხადა მაცაბერიძემ.

მსგავსი სიახლეები