4 ოქტომბერს, საღამოს, მთელი საქართველო შეიგრძნობს რომ გამარჯვებულია- მურთაზ ზოდელავა
4 ოქტომბერს, საღამოს, მთელი საქართველო შეიგრძნობს რომ გამარჯვებულია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნების“ ნგრევა ჯერ კიდევ ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო და ეს 4 ოქტომბერს არ დაიწყება.
4 ოქტომბერს, საღამოს, მთელი საქართველო შეიგრძნობს რომ გამარჯვებულია. სხვანაირი, ხავერდოვანი შემოდგომაა. სამოძრაო, გადარჩენის თუ გაძურწვის ტრაექტორია ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას სჭირდება, იმიტომ რომ, ხახლი რომ მოდის, მოდის, მოდის და მოდის. ჩვენ რომ მივმართეთ მერიას, რომ ყველგან ჩვენ უნდა ვიყოთ, ტექნიკურ, ბიუროკრატიული რაღაც მოგვწერეს. ესეთია მოცემულობა, მოდის ეს ხალხი. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ქართველი ხალხი გამოვიდა ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ დაიწყო “ოცნების“ ნგრევა. ყველას უნდა , რომ ივანიშვილი არ გვმართავდეს. ეს არის სურათი, როდესაც იცვლება ხელისუფლება, რომელსაც ხელისუფლებაც არ მინდა დავარქვა, - განაცხადა ზოდელავამ