“ოცნების“ მთავარი მოკავშირე, რაზედაც დგას ის, არის ძალადობა და პროპაგანდა - თაზო დათუნაშვილი

03.10.25 00:21
“ოცნების“ მთავარი მოკავშირე, რაზედაც დგას ის, არის ძალადობა და პროპაგანდა - თაზო დათუნაშვილი

“ოცნების“ მთავარი მოკავშირე, რაზედაც დგას ის, არის ძალადობა და პროპაგანდა, მაგრამ მთავარი მოკავშირე უიმედობა და შიშია, პროპაგანდასაც და ძალოვან სისტემასაც შიშის დასანერგად იყენებენ, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მათი კამპანიის გამარჯვება ის იქნება, თუ ხალხი შიშს დაძლევს და წინააღმდეგობაში ჩაერთვება.

“ოცნების“ მთავარი მოკავშირე, რაზედაც დგას ის, არის ძალადობა და პროპაგანდა, მაგრამ მთავარი მოკავშირე უიმედობა და შიშია, პროპაგანდასაც და ძალოვან სისტემასაც შიშის დასანერგად იყენებენ. ამ კამპანიის გამარჯვება იქნება ის, თუ ამ შიშს დავძლევთ, წინააღმდეგობაში ჩავერთვებით. ყველა ადამიანი რუსთაველზე ვერ გამოდის. ის ადამიანები ვინც იქ დგანან, მათ წინაშე ქედს ვიხრი, ისინი ერთის მხრივ დელეგიტიმაციის კერას ქმნიან და მეორეს მხრივ, პროტესტის კერას ინახავენ იმისთვის, ქართველი ხალხის დიდი რაოდენობა მიუბრუნდება ამ წინააღმდეგობას, თუმცა არიან ის ადამიანები, რომლებიც არ ერთვება პროტესტში, მაგრამ ამ არჩევნებზე შესაძლოა ცვლილების იმედით  დაძლიონ სუს-ის ოპერმუშაკები, რომლებიც დადიან ღამით ჭიშკრებთან და პირადობებს ართმევენ, დაშინებით. დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი დაძლევს ამ შიშს და ეტყვიან, აღარ მეშინია შენი. ესეც გამარჯვება იქნება,- განაცხადა დათუნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები