ვინ დაავირდება 4 ოქტომბრის არჩევნებს?

03.10.25 10:47
ვინ დაავირდება 4 ოქტომბრის არჩევნებს?

საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებს ფაქტობრივად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ჯგუფები დააკვირდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ "აი ფაქტი" ავრცელებს. 

სტატიის ავტორების ( OCCRP, “აი, ფაქტი” და "ფლანგვის დეტექტორი") ცნობით, ისტორიაში პირველად, არ არის წარმოდგენილი არც სანდო ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ არჩევნებს.

ინფორმაციის თანახმად, გამოკვეთილია 5 ჯგუფი, რომლებიც თავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებად ასაღებენ, თუმცა მათი ხელმძღვანელები ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას მმართველი პარტიის მიმართ. ამ ორგანიზაციებს ჯამში 7 138 წარმომადგენელი ეყოლებათ - ეს ნიშნავს, რომ დამკვირვებელთა 90% ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები იქნებიან.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ არსებული პირობებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შეუძლებელია: საერთაშორისო მხარდაჭერის შეზღუდვამ და ახალი კანონებმა რეალური მონიტორინგის რესურსები ფაქტობრივად გაანულა.

ცესკოს მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 23 დამკვირვებელი ორგანიზაცია 7 865 წარმომადგენლით, თუმცა უმრავლესობა სწორედ ივანიშვილის პარტიასთან დაკავშირებულ ჯგუფებზე მოდის.

ვრცლდა ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები