მზიას სია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას ისახავს მიზნად, დასავლეთის 36 ქვეყანას ეგზავნება

03.10.25 11:14
მზიას სია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას ისახავს მიზნად, დასავლეთის 36 ქვეყანას ეგზავნება

მზიას სია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებას ისახავს მიზნად, დასავლეთის 36 ქვეყანას ეგზავნება. ინფორმაციას "მოძრაობა მზიას" წევრები ავრცელებენ. 

მზიას სია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დასანქცირებას ისახავს მიზნად,   დასავლეთის 36 ქვეყანას ეგზავნება. 

მზიას სია, როგორც სასანქციო წინადადება, 277 ადამიანს მოიცავს და ქართველი ემიგრანტების 34-მა ჯგუფმა და ორგანიზაციამ, ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებთან და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

სიაში შევიდნენ, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ლიდერები და მთავარი პროპაგანდისტები, ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის მოხელეები, ცრუ-მოწმეები, მოძალადე ე.წ. ტიტუშკები"- აღნიშნნავენ მოძრაობის წევრები.

მიმართვის ინგლისური ვერსია ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები