რა ინტერესი ჰქონდა ღარიბაშვილს თბილისის საავიაციო ქარხნის საქმეზე? - რას ამბობს ყოფილი მოსამართლე

03.10.25 11:23
რა ინტერესი ჰქონდა ღარიბაშვილს თბილისის საავიაციო ქარხნის საქმეზე? - რას ამბობს ყოფილი მოსამართლე

რა ინტერესი ჰქონდა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს თბილისის საავიაციო ქარხნის საქმეზე? - უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" თქვა, რომ ღარიბაშვილისგან იყო თხოვნა, რომ ამ საქმეზე ის გადაწყვეტილება მიღებულიყო, რასაც თავად ითხოვდა.

ალავიძემ თქვა, რომ ღარიბაშვილმა მას ეს თხოვნა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის პირით შეუთვალა.

თბილისის საავიაციო ქარხნის საქმეზე გიორგი მიქაუტაძე, პალატის თავმჯდომარემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან, პრემიერ მინისტრისსგან მოდიოდა თხოვნა", - განაცხადა ალავიძემ.

ყოფილმა მოსამართლემ "ტვ პირველის" ეთერში ასევე დაასახელა ნინო გვენეტაძის და მზია თოდუას გვარებიც, რომლებსაც, ალავიძის თქმით, მასთან ივანიშვილის ბრძანებები მიჰქონდათ. 

მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბატონო ბიძინა, ის ადამიანები, სასამართლოს თავმჯდომარეები, მაგალითად, ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, პირდაპირ მოდიოდდნენ ჩვენთან, სამოქალაქო პალატაში, უზენაეს სასამართლოში თქვენგან, წინასწარ გვეუნებოდა, რომ ახლა მივდივარ ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტული საქმის შესათანხმებლად, მათ შორის იმ საქმეებზე, რომლებზეც მე ვსაუბრობ. მოდიოდა და გვეუბნებოდა შედეგს, შევათანხმე ეს ბიძინა ივანიშვილთან და ასეთი შედეგი მითხრა",- განაცხადა ალავაიძემ.

მსგავსი სიახლეები