"ოცნება" PACE-ის გაფრთხილებებს უგულებელყოფს და ამტკიცებს, რომ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს

03.10.25 11:45
"ოცნება" PACE-ის გაფრთხილებებს უგულებელყოფს და ამტკიცებს, რომ რეზოლუციას არავითარი ფასი არ აქვს

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ მას არავითარი ფასი არ აქვს. ივანიშვილის პარტიის ლიდერი ამ პოზიციას იმით ამართლებს, თითქოს დოკუმენტი ობიექტურობას მოკლებულია და საზოგადოების თვალში მნიშვნელობას კარგავს.

თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი დამოკიდებულები მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული. წინა რეზოლუცია, რაც იქნა ამიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვორვებლო მისიებმა აღიარეს თვითონ არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის, - ამბობს კობახიძე. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“. დოკუმენტს მხარი 68 წევრმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სისტემატურად უგულებელყოფენ ასამბლეის რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს ქვეყანაში არსებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ. ავტორების შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის პროცესი იმდენად ღრმაა, რომ უკვე დემოკრატიის არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

მსგავსი სიახლეები