აღიარება გამოჟონილი ბიულეტენების სკანდალზე - ხმის მთვლელ აპარატებს ქაღალდს გადააფარებენ

03.10.25 13:09
აღიარება გამოჟონილი ბიულეტენების სკანდალზე - ხმის მთვლელ აპარატებს ქაღალდს გადააფარებენ

„გამოჟონილი ბიულეტენების“ სკანდალი ახალ ეტაპზე გადავიდა - ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელ აპარატებს ქაღალდები დაეფარება, რათა ბიულეტენების იდენტიფიცირება შეუძლებელი გახდეს.

ირკვევა, რომ საარჩევნო ბიულეტენის ქაღალდი შეცვლილი არ არის. 

კალანდარიშვილმა თქვა ისიც, რომ "გამოჟონვის კვალი შეიძლება, ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის, რა თქმა უნდა, წელსაც": 

რაც შეეხება სპეციალურ ქაღალდის საფარს, ეს არის ხმის მთვლელ აპარატზე ბიულეტენის მოთავსების ჭრილის თავზე მოთავსებული ქაღალდის მყარი საფარი. ეს არის იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენოს ჩარჩო-ფორმაში მოთავსების შემდეგ ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, უზრუნველყოს მისი იმდაგვარი მოთავსება, რომ მარკერის კვალის გამოჟონვის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იყოს მარკერის კვალის იდენტიფიცირება. შეიძლება, იყო გამოჟონვის კვალი, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, ნებისმიერ ადამიანს, ჰქონდა შესაძლებლობა, იდენტიფიცირება მოეხდინა, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა. 

გამოჟონვის კვალი შეიძლება, ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის, რა თქმა უნდა, წელსაც, - ამბობს კალანდარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები