ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის აქციის შესახებ, გენერალ გოგავასა და ყურაშვილის განცხადებას მიესალმება
ირაკლი კობახიძე, 4 ოქტომბრის აქციის შესახებ, გენერალ ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის განცხადებას მიესალმება. "ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ "ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებირივი პოზიცია".
თავისთავად, როცა საუბარია დამხობაზე, ეს შინაარსობრივად გულისხმობს ძალადობას. ამიტომ კიდევ ერთელ ვიტყვით, რომ გაცხადებული მიზანი აქვს ამ მიტინგს, რომ მათ უნდა სცადონ ხელისუფლების დამხობა ან ძალადობით შეცვლას. ყველას არ უნდა ძალადობაში მონაწილეობა, ძალიან კარგია, რომ ამ ორმა კონკრეტულმა ადამიანმა დაიკავა სახელმწიფოებირივი პოზიცია, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ბევრი ასეთი ადამიანი იქნება, ვისაც არ მოუნდება ასეთი ტიპის ძალადობაში მონაწილეობა", - ამბობს კობახიძე.
დღეს სამთავრობო მედიებმა მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას სახელით გავრცელებული განცხადება გაასაჯაროვეს, სადაც გენერლები წერენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.
„ბოლო სამი ათწლეულია ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში მუდმივ დაპირისპირებას. სამწუხაროდ, მოქმედმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაპირისპირება შემცირებულიყო, პირიქით, კიდევ უფრო აღვივებს მას, მათ შორის ახალგაზრდების პატიმრობით. როგორც ჩანს, არც ამ დღეებში აპირებენ უკან დახევას და რაიმე კომპრომისზე წასვლას.
ამავე დროს, მეორე მხრიდან არ ჩანს არანაირი რეალური და მკაფიო გეგმა, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება კანონიერი გზით. ცალკეული ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი მოწოდებები კი პირიქით - ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას“, - აღნიშნულია მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას განცხადებაში.