კობახიძე არ პასუხობს კითხვას, ექნებათ თუ არა შსს-ს თანამშრომლებს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი

03.10.25 15:13
კობახიძე არ პასუხობს კითხვას, ექნებათ თუ არა შსს-ს თანამშრომლებს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი

 

 

"პირველების" კითხვას, ექნებათ თუ არა ხვალინდელ აქციაზე შსს-ს წარმომადგენლებს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ირაკლი კობახიძე არ პასუხობს. "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა ახლა "მოძალადე მომიტინგეების" იდენტიფიცირებაა. მისი თქმით, მოახლოებულ აქციაზე იმაზე მეტი პირის იდენტიფიცირებას მოახდენენ, ვიდრე გასული აქციების დროს.  

ჩვენ არა მხოლოდ მოვუწოდებთ, არამედ კონკრეტუ მითითეებსაც ვაძლევთ სამართალდამცავ უწყებებს. რაც შეეხება პირთა იდენტიფიცირებას, ამაზე თქვენ ნუ იდარდებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის მოძალადე მომიტინგეების იდენტიფიცირება და ყველას მინდა, დავპირდე, რომ თუ წინა შემთხვევაში ჩვენ შევძელით მოძალადეების დაახლოებთ 3%-ის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ძალადობას, ბევრად მაღალი იქნება მოძალადეების იდენტიფიცრების მაჩვენებელი. დღეს ქცენტს გავაკეთებ მხოლოდ მოძალადე, პოტენციურ მომიტინგეებზე. დღეს ამ თემაზე შეგნებულად არ ვისაუბრებ, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები