კობახიძე: გერმანიის კანცლერს მხოლოდ მივესალმე, არ მისაუბრია

03.10.25 15:32
კობახიძე: გერმანიის კანცლერს მხოლოდ მივესალმე, არ მისაუბრია

 

 

ირაკლი კობახიძე "პირველების" კითხვის საპსაუხოდ ამბობს, რომ დანიაში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერთან მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლა. ამასთან, "ოცნების" პრემიერი აღნიშნავს, რომ გერმანიის ელჩის გარშემო განვითარებული მოვლენები "ტრაგიკულია", თუმცა ამას მერცთან შეხვედრაზე გავლენა არ ჰქონია. 

გერმანიის კანცლერი იყო გამონაკლისი შემთხვევა, სადაც მხოლოდ მისალებით შემოვიფარგლეთ. ასე მოხდა. რა იყო, რატომ იყო, ამაზე შეგიძლიათ თქვენ იმსჯელოთ, იმარჩიელეთ. ფაქტი იყო ის, რომ შემოვაფრგლეთ კარგი მისალმებით, ამის მიღმა სუაბარი არ გვქონია და დანარჩენი არ არის საინტერესო. ზოგადად, რაც ხდება გერმანიის ელჩის გამო, ეს არის ძალიან ტრაგიკული, მისი პოზიცია არის ტრაგიკული. კაცი არის ხაზარაძის მდგმური და პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას შესაბამისი პარტიის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება დიპლომატიურ სტანდარტებს. არაფერ შუაში არ არის ბატონ მერცთან საუბრის თემასთან, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები