მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე, ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები მშვიდობიან აქციაზე - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ხვალ, რუსთაველის გამზირზე ქართველი ხალხის გვერდზე იდგება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხვალინდელი აქცია იქნება მშვიდობიანი და საუბარი იმაზე, რომ რაიმე სახის ძალადობა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩვენ არ უნდა გადაგვიყვანონ ამ რეჟიმში, ყველანი ვიყოთ ძალიან მშვიდად. მე არ წავალ ხვალ არჩევნებზე და მე ჩემს ხალხთან ერთად ვიქნები ხვალინდელ მშვიდობიან აქციაზე, როგორც ვიყავი ყველა მნიშვნელოვან მთავარ აქციაზე და კიდევ ვიქნები, სანამ საჭირო იქნება და ბოლომდე!, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.