დავიჭერთ უფრო ბევრს, უფრო მეტი წლით - რა სიგნალი გაუგზავნა კობახიძემ სპეცრაზმს
4 ოქტომბრის დიდი პროტესტის წინ აქციის ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აწყობენ და მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ ქაოსი და არასტაბილურობა ქუჩაში არ იქნება. მათი თქმით, ხელისუფლების შესაცვლელად შეკრებილი ხალხი ყველაფერს მშვიდობიანად გააკეთებს და არავის უნდა ჰქონდეს იმის შიში, რასაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს - თითქოს საქართველოში არეულობა მოიტანს ცვლილებას.
„ქვეყნისთვის დღეები არ ითვლება - ქვეყნისთვის მთელი ცხოვრებაა,“ - ამ გზავნილით ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ ხვალინდელი შეკრება 310 დღიანი პროტესტის კულმინაციაა.
4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანები მთავარ სათქმელს გააჟღერებენ: „არა ქართულ ოცნებას", ცვლილებების დროა“.
ორგანიზატორების თქმით, ხალხი რუსთაველზე არა ლიდერის დაძახებით, არამედ საკუთარი სინდისის გამო დგება. უკან დახევა მათთვის სამშობლოს ღალატია. 28 ნოემბრის შემდეგ, როგორც ამბობენ, ცხოვრება ძველებურად ვერ გაგრძელდება. მონაწილეები არ უშინდებიან რეპრესიებს, არ ნებდებიან და მზად არიან, ივანიშვილს აჩვენონ, რომ მისი ძალადობრივი პოლიტიკის გამო კიდევ უფრო გაბრაზებულები არიან.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.