დასრულდა თუ არა კობახიძის დანიაში ვიზიტი კრახით - რას ამბობს კობახიძე და რა ჩანს კადრებში

03.10.25 20:48
დასრულდა თუ არა კობახიძის დანიაში ვიზიტი კრახით - რას ამბობს კობახიძე და რა ჩანს კადრებში

დანიაში ვიზიტის დროს ირაკლი კობახიძე შემთხვევით გერმანიის კანცლერის გვერდით აღმოჩნდა, თუმცა საუბრის შანსი ვერ გამოიყენა. გვერდიგვერდ მჯდომებს ერთმანეთისთვის სიტყვაც არ უთქვამთ და თვალებითაც, როგორც ჩანს, კონტაქტი არ ჰქონიათ.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანია არის ქვეყანა, ვისთანაც საივანიშვილის ხელისუფლებას ურთიერთობის გასარკვევი ყველაზე მეტად აქვს, "ოცნების" პრემიერმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ქართულ ოცნებას“ დიდი ხანია გერმანელ დიპლომატ პიტერ ფიშერზე აქვს გადატანილი პასუხისმგებლობა საქართველოს შიდა პოლიტიკაში დაძაბულობაზე და ელჩიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ საყვედურის ფორმით დაიბარა. სწორედ ამ ფონზე შედგა კობახიძის პირველი პირისპირი შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, მაგრამ საუბარი არ შედგა.

"ოცნების" პრემიერს ფრიდრიხ მერცი არ დაელაპარაკა. ვერც თავად გაბედა დიპლომატის გამო საყვედური გერმანიის პირველი პირისთვის ეთქვა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები