ბრიტანული სანქციების უმძიმესი ეფექტი - რატომ ერიდება ივანიშვილი შავ სიაში მოხვედრას

03.10.25 21:25
ბრიტანული სანქციების უმძიმესი ეფექტი - რატომ ერიდება ივანიშვილი შავ სიაში მოხვედრას

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, თითქოს სანქციები არ მუშაობს, ლევან ვასაძის შემთხვევამ საპირისპირო რეალობა წარმოაჩინა. პრორუსმა ბიზნესმენმა თავად დაადასტურა, რომ როგორც კი სანქციები შეეხო, მას და მის ოჯახს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. დაბლოკილია როგორც პირადი, ისე ოჯახის წევრების ანგარიშები და ბიზნესებიც, მათ შორის მეუღლის სახელზე არსებული ღვინის ქარხნის ანგარიშები.

ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, რატომ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ყველა ხერხით აირიდოს ბრიტანულ სანქციებში მოხვედრა. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ მის ოფშორულ აქტივებს, არამედ იმ ქონებასაც, რომელიც საქართველოში აქვს და რომლის ნაწილი ოჯახის წევრებზე გადაფორმდა.

ბრიტანული სანქციების ქვეშ არიან ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები და „ქართული ოცნების“ გავლენიანი ფიგურები - ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად, კლანის ლიდერი მოსამართლეები ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, ასევე ყოფილი გენპროკურორი. ისინი ხმამაღლა არაფერს ამბობენ, თუმცა ვასაძის მაგალითი ცხადყოფს, რომ ფინანსური ზარალი მათაც იგივე მასშტაბით ეხებათ და ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რა ელოდება მასაც იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდება.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები