პირველ საათამდე საარჩევნო უბნებზე - "ოცნების" წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს ურეკავენ

03.10.25 20:45
პირველ საათამდე საარჩევნო უბნებზე - "ოცნების" წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს ურეკავენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს ურეკავენ და ეუბნებიან, ხვალ, 4 ოქტომბერს რომელ საათზე უნდა გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე. 

ბათუმის მუსიკალური სკოლის თანამშრომლებს, ორკესტრის წევრებს, დირექტორის სახელით დაუკავშირდნენ და სთხოვეს თავიანთ უბნებზე პირველ საათამდე მისულიყვნენ. 

დირექტორმა გთხოვათ ძალიან, ხვალ, პირველ საათამდე თუ შეგეძლებათ თქვენს უბანზე, რომ მიბრძანდეთ..." - ამბობენ სატელეფონო ზარში. 

აღნიშნული ინფორმაცია "TVპირველისთვის" მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შეეშალათ და ორკესტრის წევრის ნაცვლად, ოპოზიციონერ მიშა ბოლქვაძეს დაურეკეს. 

"პირველებმა" ანონიმურად იმ ნომერზე დავრეკეთ, საიდანაც მიშა ბოლქვაძეს დაუკავშირდნენ. ზარს ნანა ცინცაძემ უპასუხა და დაადასტურა, რომ თანამშრომლებს მუსიკალური სკოლის დირექტორის დავალებით ურეკავდა და რომ ეს დავალება "ქართული ოცნებიდან" მიიღეს. 

პირველ საათამდე თუ მიბრძანდებით, ჩვენი დირექტორის თხოვნით... ინგა დავითაძე [დირექტორია] მუსიკალურ ცენტრში, რომ...დიახ, დიახ, დიახ ["ქართული ოცნებიდან" არის თხოვნა]," - თქვა ნანა ცინცაძემ. 

აღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ნანა ცინცაძემ კიდევ ერთხელ დარეკა, თუმცა როცა გაიგო, რომ "TV პირველს" ესაუბრებოდა ყველაფერი უარყო და თქვა, რომ არავის დავალებით არ მოქმედებდა. 

მსგავსი სიახლეები