სკანდალი სასამართლო სისტემაში - დაიწყება თუ არა გამოძიება ყოფილი მოსამართლის აღიარების საფუძველზე?

03.10.25 21:02
სკანდალი სასამართლო სისტემაში - დაიწყება თუ არა გამოძიება ყოფილი მოსამართლის აღიარების საფუძველზე?

სასამრთლოზე ზეწოლის და შეკვეთილი განაჩენების საქმე შესაძლოა იყოს ერთ ერთ-ერთი პირველი რის გამოც ივანიშვილს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაასამართლებენ. საფუძველი უკვე არსებობს. უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ხელს ღიად ადებს ბიძინა ივანიშვილს და მზად არის ჩვენება მისცეს. 

რა იცვლება, საქართველოს მთავარი სასამართლოს მოსამართლის სკანდალური ჩვენებით? იურისტები ამბობენ, რომ ეს ხმაურიანი საქმეებისთვის ახლად გამოვლენილი გარემოებებია რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელით  გამოცხადებული გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს საქმები კი თავიდან განიხილონ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შესაძლოა არა ერთი ხმაურიანი საქმე სასამრთლოში თავიდან განსახილველად დაბრუნდეს მათ შორის დიდი ფულის საქმეები რომელზეც, მოსამართლე ალავიძე საუბრობდა. 

ბესო ალავიძის სიტყვებს, როგორც თავად ირწმუნება, ზურგს მტკიცებულებები უმყარებს. მოსამართლე ამბობს, რომ მას სასამართლო კლანის მხილების ჩანაწერი აქვს.

ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში საქმეებს კლანთან ერთად კიდევ 2 მოსამართლის დახმარებით აგვარებდა. ალავიძის ინფორმაციით, ოლიგარქის ინტერესების მთავარი გამტარი - ნინო გვენეტაძე და მზია თოდუა იყვნენ.

ვინ არის მზია თოდუა, რომლის ხელითაც ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მართავს. თოდუა წლების განმავლობაში ივანიშვილის ბანკი ქართუს მთავარი იურისტი და "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველი იყო. სხვადასხვა დროს მას ივანიშვილის პარტიისთვის 34 ათასი ლარი აქვს შეწირული. შემდეგ უზენაესში მიავლინეს, სადაც ალავიძის ცნობით, ოლიგარქს საქმეებს უგვარებდა.

ყოფილი მოსამართლის აღიარების კიდევ ერთი ფიგურანტი ნინო გვენეტაძეა. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც რ2-ის საქმის განხილვისას ალავიძეს მომტირალი სთხოვდა, გადაწყვეტილება ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად მიეღო.  გვენეტაძე ფიგურირებს გახმაურებულ ციანიდის საქმეშიც. ალავიძე ამბობს, რომ გვენეტაძე ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თუმცა, ხელი მაინც მოაწერინეს და სასამართლოდანაც ამის გამო წავიდა. საჯაროდ ამ ბრალდებებს ნინო გვენეტაძე უარყოფს.

დეტალები ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები