არჩევნები 2025 - ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 3 513 818-ს შეადგენს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.
მათ შორის არის 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს. ამასთან, წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 000-მდე ახალგაზრდას ეძლევა.
ცესკო-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.
კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყება.
კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება.