ქალები სიებით უბნებთან ისევ დგანან - კადრები კახეთიდან

04.10.25 08:30
ქალები სიებით უბნებთან ისევ დგანან - კადრები კახეთიდან

 

 

ქალები სიებით - საგარეჯოს, ერთ-ერთ საარჩევნო უბნის სიახლოვეს კვლავ მობილიზებაა. ადგილზე დგას მიკროავტობუსი, რომელშიც სხედან ქალები სპეციალური სიებით. არსებული ინფორმაციით, ისინი "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან.

როცა მათთან TV პირველის ჟურნალისტი მიდის, ზოგიერთი მათგანი იმალება, ზოგი კი ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბნიდან ყვარელში ექსკურსიაზე მიდიან. 

გარე პერიმეტრზე შეინიშნებიან მამაკაცებიც, რომლებიც ადგილზე უკვე რამდენიე საათია დგანან და ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს აკონტროლებენ. ნაწილი მათგანი ამტკიცებს, რომ ხმის მისაცემად არის მისული, თუმცა ვერ პასუხობენ კითხვას, რატომ დგანან უკვე ორი საათია პერიმეტრზე. 

 

მსგავსი სიახლეები