"ოცნებამ" პარლამენტის ჭიშკარი რკინის ჯებირით ჩაკეტა
პარლამენტის ჭიშკარი რკინის ჯებირით ჩაკეტეს - გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე, 16:00 საათზე, დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო მიიღეს.
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, კი თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
"სამშობლოს სამსახურში 16:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე!!!" - "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ.