არც შარშან, არც წელს ხმის მიცემის კონფიდენციალურობასთან პრობლემა არ მქონია - ირაკლი ჩიქოვანი

04.10.25 09:05
არც შარშან, არც წელს ხმის მიცემის კონფიდენციალურობასთან პრობლემა არ მქონია - ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანი პირველი იყო, ვინც ზუგდიდში, პირველ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა.

ჩიქოვანის მტკიცებით, არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობა დაცულია და მას “არც შარშან, არც წელს ხმის მიცემის კონფიდენციალობასთან პრობლემა არ მქონია“.

"მხარი დავუჭირე “ქართულ ოცნებას„, მხარი დავუჭირე ქართული ოცნების კანდიდატს, ჩემს მეგობარს დავით კოდუას და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო ზუგდიდში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში მთელი საქართველოს მასშტაბით “ქართული ოცნება“ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და ქართული ოცნების მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ და საკრებულოშიც ექნებათ მყარი უმრავლესობა. არც შარშან არჩევნებზე და არც წერს. არც შარშან არჩევნებზე და არც წელს არჩევნებზე მე ხმის მიცემასთან მიმართებაში და ხმის მიცემის კონფიდენციალურობასთან არანაირი პრობლემა არ მქონია. ყველამ უნდა დაიცვას შესაბამისი პროცედურები, რომელიც გაწერილია ცესკო-ს მიერ, რომლითაც არაერთხელ მოხდა ინფორმაციის გავრცელება", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდის მასტაბით 70 საარჩევნო უბანი გახსნილია, სადაც, ჯამში,  117 347 ამომრჩეველია რეგისტირებული. 

მსგავსი სიახლეები