კახა კალაძე ხმის მისაცემად მარტო მივიდა
საირმის ქუჩის 64 უბანზე კახა კალაძე გამოჩნდა. წინა წლებისგან განსხვავებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატი ადგილზე მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ის მეუღლის, ცნობილი დიზაინერის, ანუკი ერეშიძის გარეშე მივიდა.
კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
"ოცნების" გენერალური მდივანი ჟურნალისტებთან განცხადებას წუთი წუთზე გააკეთებს.