ბიძინა ივანიშვილი: მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა

04.10.25 09:44
ბიძინა ივანიშვილი: მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა

"მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

„როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს. მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - თქვა მან. 

ბიძინა ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება დღევანდელ არჩევნებზეც აქტიური იქნება.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პარტიამ საზოგადოებას საშუალება მისცა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ ბოლო წლებში. 13 წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია , ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება, რასაც ხაზი შეგვიძლია გავუსვათ ისაა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისე საზოგადოებამ, მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზი, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა: "ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც საზოგადოებას უნდა". 

მსგავსი სიახლეები