ზრდილობა არ გაქვს - კახა კალაძემ კითხვებს არ უპასუხა
კახა კალაძე "პირველების" კითხვებს არ პასუხობს. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ჟურნალიტს "ზრდილობა და ეთიკა" დაუწუნა. ჩვენ გვაინტერესებდა, რამდენად ნორმალურია, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში კანდიდატი კენჭს მესამე ვადით იყრის.
ზრდილობა ხომ არსებობს? ეთიკა ხომ არსებობს? მესმის, რომ არცერთი გაგაჩნიათ და არც მეორე, - თქვა კალაძემ. ჟურნალისტის მისამართით.
კახა კალაძემ დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ ხმა მშვიდობას და განვითარებას მისცა, რისი უზრუნველყოფაც, მისი მტკიცებით, მხოლოდ "ოცნებას" შეუძლია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.
მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელობის პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.