პირდაპირ საარჩევნო უბნებთან არიგებენ ფულს - დათუნაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველო" საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. თამაზ დათუნაშვილის თქმით, "ოცნება" ხმების გაყალბებას კრიმინალური მეთოდებით ცდილობს. პოლიტიკოსი ამბობს, არაერთ უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის და ასევე კარუსელის ფაქტები.
10 საათისთვის მდგომარეობა დამძიმებულია მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ განსაკუთრებულად ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, რომ თბილისის მასშტაბით კრიმინალური ოპერაცია აწარმოოს და ყველა საარჩევნო უბანზე რაღაც დარღვევები ვლინდება.
განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები ამ მომენტისთვის რაც ფიქსირდება და ფიქსირდება ტან ამ შემთხვევების სისტემურობა, ეს არის თბილისში 51 უბანი, სადაც გაიცა ორი ბიულეტენი, რის გამოც დაიწერა საჩივარი. სამგორში ნუკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა, ჯერ 37 უბანზე , მერე კი 51 უბანზე ანუ ვლინდება ტენდენცია, რომ ორ-ორი ბიულეტენის გაცემა ხდება მათ ადამიანებზე და ორ-ორჯერ აძლევენ ხმას. ამ კანონდარღვევის სისტემურობა უკვე გამოვლენილია.
აგერთვე აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33 უბანი, სადაც კრიმინალური სინდიკატი მოქმედებს ვინმე ნოზაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ახლა ამ უბანს ხელმძღვანელობს და აბსოლუტურად ყველა დანაშაულისთვის პასუხისგებაშ მიცემული ეს ადამიანი. არ გვაძლევენ საშუალებას კამერის სწორად დაყენების და გამოვლინდა ის, რის გამო არ უნდათ, რომ იქ კამერა იდგეს. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, რომ ადამიანები იქ შევიდნენ და მერე სახის დაფარებით უკან გამოვიდნენ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ იქ კარუსელი ტრიალებდა. ისე გამწარებული ებრძვის ეს ქალბატონი კამერას, იმიტომ, რომ იქ დაორგანიზებული ჰქონდათ სავარაუდოდ, კარუსელი.
აგრეთვე პრობლემური უბანია მთაწმინდის 58 საშუალო სკოლაში განთავსებულ უბანზე, სადაც ჩვენი კამერა, უბრალოდ, გამორთეს.
თბილისის მასშტაბით უკვე ათეულობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა სიმძიმის ფაქტებზე. აგრეთვე საჩივრები იწერება რეგიონებში, მიმდინარეობს პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის მოსყიდვა. მაგალითად, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მე-15 უბანში არის ჩამომდგარი პირდაპირ საარჩევნო უბანთან სამარშრუტო ტაქსი, რომლიდანაც არიგებენ ფულს. აგრეთვე ფულის დარიგება არის დაფიქსირებული მუხიანში, გლდანის 75-ე და 62-ე საარცევნო უბნებზე, - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.