პარლამენტთან პოლიცია მოაბილიზეს [ფოტო/ვიდეო]

04.10.25 10:42
პარლამენტთან პოლიცია მოაბილიზეს [ფოტო/ვიდეო]

 

 

პარლამენტთან სპეციალური მიკროავტობუსით პოლიციის თანამშრომლები მოაბილიზეს. ფაქტის ამსახველი კადრები დედაქალაქის მთავარ გამზირზე TV პირველის ჟურნალისტმა გადაიღო. 

არსებული ინფორმაციით, შსს თანამშრომლები საკანონმდებლო ორეგანოს ეზოშიც შეიყვანეს. 

განახლება: 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციას განცხადებით ეხმაურება და 
"კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებას" აანონსებს. 

განცხადებაში შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, "შეკრება გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას". 

"საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება"- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები