ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან - ბადრი ჯაფარიძე

04.10.25 11:03
ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან - ბადრი ჯაფარიძე

 

 

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც მან საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ხმა მისცა იმას, რომ “ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან“

ჯაფარიძემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აქტიურობის, არ დანებების და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა“

ხმა მივეცი იმას, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს თავისი ქალაქის მმართველობა ყველგან, აუცილებელია ვიაქტიუროთ, რადგან აქტიურობის, არ დანებების და შეუპოვრობის გარეშე ცვლილებები არ მოვა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავისი ეფექტური იარაღი, თავისი ხმა, მისცეს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ იმ მიზნის ასრულება, რომელიც ქართველ ხალხს სურს, - თქვა მან.

რაც შეეხება დარღვევებს საარჩევნო უბნებზე - ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან ექნება საქმე.

ყველა დარღვევა უნდა აღირიცხოს, ყველგან იწერება საჩივრები, იქნება მაქინაციების მცდელობა, რომელიც დამახასიათებელია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ყველა ფაქტი უნდა აღირიცხოს, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები