ამდენი დაცვა რა საჭიროა შენს ხალხთან მისასვლელად? - ზურაბიშვილი ივანიშვილზე

04.10.25 11:25
ამდენი დაცვა რა საჭიროა შენს ხალხთან მისასვლელად? - ზურაბიშვილი ივანიშვილზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რისთვის დასჭირდა ივანიშვილს საარჩევნო უბანზე გაძლიერებული დაცვით მისვლა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

ამდენი დაცვა რა საჭიროა შენს ხალხთან მისასვლელად?, - წერს ზურაბიშვილი. 

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი, სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად, ესკორტის თანხლებით, დაცვის რამდენიმე ათეულ წევრთან ერთად მივიდა.

ადგილზე ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან მივიდა. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბნის პერიმეტრი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ხმა უნდა მისცეს, პოლიციამ რამდენიმე საათით ადრე გადაკეტა. 

 

მსგავსი სიახლეები