ხმის მიცემა “ჯგუფურად” - ახალციხის 4-ე საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
ახალციხის 4-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კაბინაშო ორი კაცი შევიდა - ხმის მიცემა “ჯგუფურად” ასე დაასათაურა ვიდეოს ავტორმა ეს ფაქტი.
ამასთან, TOK2Region-მა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი იპოვა, რომელიც ა(ა)იპ "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" სახელით, არჩევნებს აკვირდება.
სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანზიაციის შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის სახელით, არჩევნებს წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აკვირდებიან.