"ოცნების" კომისიის წევრები განზრახ აფუჭებენ აპარატებს - საგანგებო ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"
"ძლიერი საქართველოს" მონაცემებით, თბილისის და ასევე რეგიონების არაერთ საარჩევნო უბანზე მასობრივი დარღვევები ფიქსირდება. ამის შესახებ თამაზ დათუნაშილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
პოლიტიკოსის თქმით, ფიქსირდება კარუსელების, მოსყიდვის და ასევე სარეგისტრაციო აპარატების განზრახ დაზიანების ფაქტები.
ჩვეულებრივი ბრძოლის ველია, ხელჩართული ბრძოლა მიდის საარჩევნო უბნებთან, იმიტომ, რომ ქოცების ტიტუშკები, მოკრიმინალო ელემენტები, კოორდინატორთა ჯოგები დგანან საარჩევნო უბნებთან და ამომრჩეველს ხელს უშლიან უბნებზე შესვლაში და სელექციას აკეთებენ საარჩევნო უბნებთან.
სისტემური გაყალბების მთელი რიგი ტენდენციები უკვე შეგვიძლიათ, გამოვკვეთოთ ამ დროისთვის, 12 საათის მონაცემებისთვის. ძირითადი ამბავი მოდის ამომრჩევლის მოსყიდვაზე. მოსყიდვის ფაქტებია, რომელიც ამ არჩევნებზე ფიქსირდება პირდაპირ ასარცევნო უბნებთან ტრადიციულად, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში.
კონკეტული შემთხვევები, რომელზეც არსებობს დადასტურებული მონაცამები, ვლინდება: თელავის სოფელ იყალთოს 34 უბანზე, გორის მე-14 უბანზე, ბათუმის მე-14 უბანზე, მუხიანის 74 და 62 უბნებზე, სადაც პირდაპირ სამარშრუტო ტაქსებით თუ სხვა ფორმით ადგილზე უბნების შესასვლელებთან "ოცნების" კოორდინატორები არიგებე ფულს.
სავარაუდო კარუსელი დადასტურდა ბევრ წერტილში. ათეულობით წერტილია თბილისში, სადაც სპეციალურად "ოცნების" კომისიის წევრები რაკურსს უცვლიან კამერას, ხრიან ჩვენ კამერებს და ამ უბნებზე ტელევიზიების წარმოამდგენლებმა დააფიქსირეს თავზე ჩამოფარებული ადამიანები, რომლებიც მალავენ თავის იდენტობას.
რეგიონებში ფიქსირდება მასობრივად სარეგისტრაციო აპარატების გაფუჭება განზრახ. "ოცნების" კომისიის წევრები გაზრახ აფუჭებენ აპარატებს იმისთვის, რომ რეგისტრაცია გადაიყვანონ ხელით აღრიცხვაზე. მოგეხსენებათ, რომ ხელით აღრიცხვისას მათ აქვთ მთელი სისტემა, რომლითაც აყალბებენ არჩევნებს, - განაცხად დათუნაშვილმა.