ირაკლი ღარიბაშვილმა ხმა ID ბარათით მისცა
"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა - ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უნანზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად მივიდა.
აღსანიშნავია, რომ მან ხმა ID ბარათით მისცა. ოპოზიციის ინფორმაციით, ექს-პრემიერს პასპორტი ჩამორთმეული აქვს.
ის თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მე-11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად გამოჩნდა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა და მის მიმართ არსებულ არცერთ კითხვას არ უპასუხა.