დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს - ლაშა ნაცვლიშვილი

04.10.25 13:38
დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს - ლაშა ნაცვლიშვილი

 

 

“ქართული ოცნების„ პროპაგანდისტის, ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ნანობს “საკუთარ საკადრო შეცდომებს”.

ამის შესახებ მან TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ქართული ოცნების” ყოფილი პიარ-კონსულტანტი გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი საბოლო ჯამში დააკავონ.

ნაცვლიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არავინ ერჩის და “ის პატიოსანი და ქვეყნის პატრიოტი კაცია.“

ყველა ლიდერი, რომელიც “ქართულ ოცნებას“ ჰყავდა, ეს იყო გამორჩეულ ლიდერთა თანავარსკვლავედი და ერთ-ერთი არის ღარიბაშვილი. მას არავინ ერჩის. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პატიოსანი კაცი, ამ ქვეყნის პატრიოტი, საკუთარ საკადრო შეცდომებს, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და როგორც ჩანს, ჰქონდა, გულწრფელად ნანობს, - ამბობს ნაცვლიშვილი. 

ნაცვლიშვილი ღარიბაშვილის დაჭერას გამორიცხავს, თუმცა, კითხვაზე, რატომ არ გამოდის ის სახლიდან, კითხვითვე პასუხობს:

ვინ გითხრათ რომ არ გამოდის? როგორ არ გამოდის, ჩვეულებრივად, საქართველოს მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობს, - ამბობს ის.

 

მსგავსი სიახლეები