თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს

04.10.25 14:04
თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსიდან ვარდნის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი გარდაიცვალა. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მშობლები და შვილი. ისინი სავარაუდოდ 22-ე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალნენ. 

გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ადგილზე დილიდან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა არც სხვა მოტივებს არ გამორიცხავს.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გარდაცვლილია 12 წლამდე მოზარდი. 

მსგავსი სიახლეები