ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატის, კოკა კობალაძის ავტომობილი გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოითხოვა მისი ჩხრეკა - გახარიას გუნდი

04.10.25 14:16
ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატის, კოკა კობალაძის ავტომობილი გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოითხოვა მისი ჩხრეკა - გახარიას გუნდი

გახარიას გუნდის იინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ საპატრულო პოლიციამ მათი მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომობილი გააჩერა და ჩხრეკა მოითხოვა. ამის შესახებ გიორგი შერვაშიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისის თქმით, ვითარება ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც იქ მათი გუნდის და ასევე მედიების წარმომადგენლები მივიდნენ.

პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ცხადყოფს, რომ ოპოზიციონერ კანდიდატებზე ზეწოლას და დაშინებას აქვს ადგილი.

რამდენიმე საათის წინ, პარტია "გახარია -საქართველოსთვის" გლდანის ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარი დეპუტატის კოკა კობალაძის ავტომობილი გააჩერა საპატრულო პოლიციამ და მოითხოვა მისი ჩხრეკა დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება, ჩვენი მობილური ჯგუფი ძალიან მალე გაჩნდა ადგილზე, ინფორმაცია გავავრცელეთ მედიის საშუალებით, რის შედეგადაც საპატრულო პოლიციამ ვეღარ გაბედა რაიმე უკნონო ქმედების ჩადენა, შემოფარგლა მხოლოდ ალკო და ნარკოტესტებით. რა თქმა უნდა, ამოვიდა უარყოფითი შედეგი და ეს ინციდენტი ამით ამოიწურა. 

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბსოლუტურად ყველა რესურსს იყენებს სახელმწიფო იმისთვის, რომ მოახდინოს დაშინება ჩვენი კანდიდატების, მათზე ზეწოლა, რადგან სრულიად გაუგებარია, რატომ შეიძლება, დახარჯოს რამდენიმე საათი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, რომელიც იყო ადევნებული კოკა კოაბალაძის ავტომობილს, რომელიც საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში გადაადგილდებოდა. 

ჩვენ მოვუწოდებთ საპატრულო პოლიციას, შეწყვიტოს უკანონო თალთვალი და ადევნება ჩვენს კანდიდატებზე, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ. 

შარაშიძემ ასევე იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლებიც რიგ საარჩევნო უბნებზე იქნა გამოვლენილი.  

გვაქვს ინფორმაცია, რეგიონებში მიმდინარეობს თანხის დარიგება, ფაქტებს ვაზუსტებთ და უახლოეს საათებში მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას.

ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხალაწანი – №22 საარჩევნო უბანი:
უბნის შენობაში იმყოფება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსლან ალხანაშვილი, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებს უბანზე შესვლისა და გამოსვლის დროს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა (ახმეტის მუნიციპალიტეტის პოლიციას) და საარჩევნო ადმინისტრაციას (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნათელა ცისკარიშვილი)  მოახდინონ დაუყოვნებელი რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე. 

დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ.
რაჭა-ლეჩხუმი, ონი – №1 საარჩევნო უბანი:
დამკვირვებლებისთვის ხელოვნურად არის შექმნილი ბარიერი, რაც ზღუდავს მათ გადაადგილებას და შეუძლებელს ხდის დარღვევებზე დროულ რეაგირებას. (ფაქტი) 
მცხეთის №2 საარჩევნო უბანი:
უბანზე, ნაკადის მომწესრიგებელთან ერთად, იმყოფებოდა მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებს შესასვლელში ხვდებოდა. ჩვენი წარმომადგენლის ჩარევის შედეგად კანდიდატმა დატოვა უბანი.
 ხულოს მუნიციპალიტეტი:
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ავთანდილ აბულაძის შვილი, მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შესვლამდე ავტომობილში ისვავს და აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ხმის მიცემის დროს, აღნიშნული ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე. 
მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს უზრუნველყონ კანონის სრული დაცვა და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ნებისმიერი სახის ზეწოლა ამომრჩევლებზე, - განაცხადა შარაშიძემ.