"ამ ქვეყნის ყველა პატრიოტი უნდა იყოს თავისუფალი" - ირაკლი ნადირაძე
"ამ ქვეყნის ყველა პატრიოტი უნდა იყოს თავისუფალი," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა.
მან სცენიდან მოკითხვა გადასცა ლევან ხაბეიშვილს, მზია ამაღლობელს და სხვა სინდისის პატიმრებს.
მისი თქმით, მოქალაქეებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდონ და ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველო ააშენონ.
მინდა განსაკუთრებული მოკითხვა გადავცე დღევანდელი დღის სულისჩამდგემლს, ლევან ხაბეიშვილს. უკვე ხვალიდან ყველა პოლიტიკური პატიმარი, მიშადან დაწყებული, ლევანით დამთავრებული, ყველა სინდისის პატიმარი, ჩვენი მზია ამაღლობელი უნდა იყვნენ თავისუფლები.
ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის აქცია, ყველა უსამართლოდ დაჩაგრული, უნდა იყოს თავისუფალი, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი უნდა იყოს თავისუფალი და ერთად, ყველამ ერთად უნდა ჩავკიდოთ ხელი და ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული საქართველო," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.