შეკრება მხიარულად დაიშლება - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე "ძალიან ცოტა ხალხია" და პროგნოზირებს, რომ "შეკრება მხიარულად დაიშლება".
"ოცნების" პრემიერი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი პარტიული აქციაა და არა მასშტაბური აქცია, როგორც ეს დაანონსდა.
„თქვენ ხედავთ როგორია რაოდენობა, ძალიან სუსტად გამოიყურება რადიკალური ოპოზიციის ეს შეკრება, შესაბამისად, მგონია, რომ მხიარულად დაიშლება ეს შეკრება. ეს არის ჩემი ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები, თავისუფლების მოედანზე რამდენი ადამიანია - ძალიან ცოტაა. თვალით ჩანს, რომ არის ძალიან ცოტა. ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელიც არის რადიკალურ ოპოზიციაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ეს ჩვეულებრივი პარტიული აქციაა, რომელიც დაანონსდა. გამომდინარე იმ მწირი მხარდაჭერიდან, რომლითაც სარგებლობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, სხვა შედეგი არც იყო მოსალოდნელი.“- განაცხადა კობახიძემ.