"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს - ქართველი ხალხის დეკლარაცია ცნობილია
„რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე დეკლარაცია წაიკითხა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია შეწყვეტილი აქვს"
"ამ წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს უნდა ემსახუროს და არა ბიძინა ივანიშვილს"- თქვა ბურჭულაძემ.
"დღეს გვაქვს ისტპორიული შანსი, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა. დღეს, ისეთ დღეში ჩააგდო ბიძინა ივანშვილმა ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანტებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და დთეს ერთად უნდა გაავწყვიტოთ ამ ქევყნის ბედი. არავითარი ხვალ, მე არ ვარ აქ, ჩვენ არ ვართ აქ მოსული, რომ რაღაც შეტაკებები მოხდეს, მე ჩემი შილიშვილებით ვარ აქ მოსული, მაგრამ დღეს ცვენ ვერ წავაგებთ, დღეს ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. დღეს ისეთი დღეა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, სხვა გზა მოქალაქეებს არ აქვთ, ჩვენ არ გვაქვს.
დღეს არის, პირველად საქართველოს ისტორიაში, ეროვნული კრება, რასაც ესწრება მთელი საქართველო. ამ ეროვნულ კრებას სჭირდება დეკლარაცია. მე ამ დეკლარაციას წაგიკითხავთ და თუ ყველანი ამას ხმას მისცემთ ნიშნავს, რომ აი ამ წუთიდან, როგორც ჩვენ ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბძინა ივანიშვილს"- თქვა ბურჭულაძემ.
4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია:
ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი ეროვნულ კრებაზე ვაცხადებთ: ჩვენი სამშობლო აღმოჩნდა მიტაცებული, ე.წ. ხელისუფლებამ დაკარგა ხალხის ნდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ ასახავს ხალხის ნებას. საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, სახელმწიფოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი, დღეს, ხალხი იბრუნებს საკუთარ ძალაუფლებას უკან უზურპატორისგან, რათა დაიცვას მშვიდობა, უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები.
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ შექმნა რეალური საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კენჭისყრაზე ვაყენებთ შემდეგ საკითხს:
- ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ქართველ ხალს;
- ეროვნული კრება აცხადებს, რომ ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია.
- ეროვნული კრება აცხადებს, მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას.
ამ წუთიდან, შსს უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. როგორც კი ისინი გადაუხვევენ ისინი ემსახურებიან ბანდიტებს და ხუნტას.
ხმა უნდ მივცეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 6 "ოცნების" წევრზე და მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მივიყვანოთ საპყრობილეში.
- ირაკლი კობახიძე;
- შალვა პაპუაშვილი;
- ანზორ ჩუბინიძე;
- მამუკა მდინარაძე;
- თეა წულუკიანი;
- ბიძინა ივანიშვილი.
ამ წუთიდან ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება. შსს ვალდებულია ჩვენ ჩაგვაბარონ და ის ადამიანები ვინც დაიფარავენ, ისინი მიეცემიან პასუხისგებაში.