პენიტენციური ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს

07.11.26 14:17
პენიტენციური ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს - უწყება აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი სრულად სარგებლობს პაემნის უფლებებით, წელიწადში ორჯერ ხანგრძლივით, თვეში ერთხელ კი ხანმოკლე პერიოდით. 

საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში ირწმუნებიან, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება მის წახალისებას, უწყება ამბობს, რომ ამას წყვეტს ციხეების უფროსი, მაგრამ ამას მას კანონი არ ავალდებულებს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია. ამიტომ დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხზე  განმარტების გაკეთება რამდენიმე თვის წინაც მოუწიათ, როდესაც მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ დანიშნული პაემანი გაუქმდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა.

ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს რუსთავის ციხეში ადმინისტრაციისგან უკვე დაშვებული პაემანი გაუუქმეს.  უფლებადამცველი ამ ყველაფერს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს უკავშირებს. 

ადვოკატი გაუქმებული პაემნის დაშვებას ითხოვს, ამბობს, რომ ამის გამო ღარიბაშვილის მცირეწლოვანი შვილები განსაკუთრებულ სტრესში არიან. 

მანამდე ღარიბაშვილის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია - ექს-პრემიერის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ".