მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - ადგილზეა სპეცრაზმი
მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ - როგორც TV პირველების კორესპოდენტები ადგილიდან იტყობინებიან, ათონელის ქუჩაძე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
ადგილზეა "რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე.
კადრებში ჩანს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის მონაწილეების სავარაუდოდ, წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ გაისროლეს ცრემლმდენი ყუმბარაც.
განახლება:
ცოტა ხნის წინ ათონელის სასახლესთან დამატებითი სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები გადაიყვანეს. "პირველრბის" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, სპეცრაზმელები ხელკეტებით არიან შეიარაღებულნი.