სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მიმდინარე მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს

04.10.25 19:39
სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მიმდინარე მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს

სალომე ზურაბიშვილი ათონელზე მიმდინარე მოვლენებზე პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი განცხადებით, ის რაც ორბელიანების სასახლესთან ხდება პროვოკაციაა და უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი პროტესტი. 

აქ გადახედეთ, მთელი ეს ხალხი რომელიც აქ დგას, დგას იმისთვის, რომ გააპროტესტოს დღევანდელი არჩევნები და გააგრძელოს ის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც 310 დღეა გრძელდება. აქ ვინც დგას არავის არ სჯერა სასწაულების, არ სჯერათ პროვოკაციების და ახალ რაც ხდება იქითკენ [ორბელიანების სასახლესთან] ეს არის სუფთა პროვოკაცია, რომელიც არ ვიცი, ვისი სცენარით არის დაგეგმილი, მაგრამ ეს არის მცდელობა ის, რაც დღეს ეწინააღმდეგება ნამდვილად რეჟიმს, ანუ მშვიდობიანი პროტესტი, ან დაშალონ, ან გააქციონ აქედან. 

მთავარია გაგრძელდეს მშვიდობიანი დგომა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვრებიან და მეც ხვალ ვიქნები და უნდა ვიყოთ ბევრი ხვალაც, სწორედაც, რომ დასრულდეს ეს პროვოკაცია მშვიდობიანი პროტესტით დღეს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები