"პრეზიდენტის სასახლის აღების ეს დაცინვა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული" - სალომე ზურაბიშვილი

04.10.25 19:49
"პრეზიდენტის სასახლის აღების ეს დაცინვა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის სასახლის აღების ეს დაცინვა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული" - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. 

პრეზიდენტის სასახლის აღების ეს დაცინვა მხოლოდ რეჟიმის მიერ შეიძლება იყოს დადგმული, რათა დისკრედიტაცია გაუწიოს ქართველი ხალხის 310-დღიან მშვიდობიან პროტესტს. როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მე ოფიციალურად უარვყოფ ამას და მშვიდობიანად გავაგრძელებ ჩემი ხალხის გვერდით დგომას მანამ, სანამ ახალ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ," - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მოქალაქეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. 

სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და გაზი გამოიყენა.  

მსგავსი სიახლეები