გდდ-ს ახალი შეფი ათონელის სასახლესთან ვითარებას პირადად აკონტროლებს

04.10.25 20:02
გდდ-ს ახალი შეფი ათონელის სასახლესთან ვითარებას პირადად აკონტროლებს

გდდ-ს ახალი შეფი რომან ქარცივაძე ათონელის სასახლესთან იმყოფება და ვითარებას პირადად აკონტროლებს.

გდდ-ს ახალი ხელმძღვანელთან კითხვების დასმა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა სცადა, თუმცა სპეცრაზმის დანაყოფებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ რომან ქარცივაძე უწყვეტად საუბრობს ტელეფონზე და სავარაუდოდ, დავალებებს იღებს შს მინისტრისგან.

  • ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულაც.

სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე მოქალაქემ პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ღობე გაარღვიეს.

 

 

მსგავსი სიახლეები