"ტვ პირველის" ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვისას, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა ისროლეს

04.10.25 22:43
"ტვ პირველის" ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვისას, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა ისროლეს

"ტვ პირველის" ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვისას, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა ისროლეს - ფაქტი ორბელიანის მოედანზე მოხდა.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, პერიმეტრზე მხოლოდ ის და ოპერატორი იმყოფებოდნენ.

TV პირველის კორესპოდენტს სავარაუდოდ, კაფსულა მოხვდა. საბედნიეროდ, "ტვ პირველის" ჟურნალიტს და ოპერატორს დაზიანებები არ მიუღიათ, რადგან ირაკლი ბახტაძე ჩართვაზე სპეციალური ეკიპირებით, ჩაფხუტით იდგა. 

"ტვ პირველი" შსს-ს მოუწოდებს, ჟურნალისტებს უსაფრთხო გარემოში მუსაობის საშუალება. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები