“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები რევაზ ნადარაიას აცილებას ითხოვენ

24.11.26 19:18
“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები რევაზ ნადარაიას აცილებას ითხოვენ

 

 

“კოალიცია ცვლილებები“ წევრები საკონსტიტუციოში სხდოამზე აღარ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სხდომიდან გაძევების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ისინი აღარ აპირებენ სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ, ხვალ კი რევაზ ნადარაიას აცილების საკითხს დააყენებენ. 

მინდა განცხადება გავაკეთო კოალიციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით, ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ სხდომაზე შესვლას. ბატონო ნადარაია, მთელი ამ კვირების განმავლობაში რაც მიდის პროცესი, ყველა ხედავს ალბათ, რომ იგი ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებას და კიდევ უფრო გასაოცარი არაკომპეტენტურობას, ამ კაცს არ ესმის რომელი სასამართლოს მოსამართლეა, მას თავი სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი ჰგონია და ზუსტად ასე იქცევა. მისი კომპეტენცია არის უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი კონსტიტუციურ სამართალში, თუ საერთოდ რამენაირი არის და გასაგებია რატომ დანიშნეს იგი რამდენიმე კვირით ადრე ამ სარჩელის ჩანიშვნამდე. კიდევ ერთხელ განვმეორდები, ბატონი ნადარაია არის ზონდერი მოვლენილი პარტიების გასაუქმებლად, მის დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორის და არა მხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში, მოგეხსენებათ.

მთელი ამ კვირის განმავლობაში ვითმენთ წარმოუდგენელ თავდასხმებს მისგან როგორც სამართლებრივი და პროცესუალურს, ასევე პირადს და ვცდილობთ მაინც რომ პროცესი მივიყვანოთ რაღაცნაირად ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს ამ პროცესის შემდგომ რა გაგრძელება იქნება და ამას ნახავს საზოგადოება, ამიტომ ცდილობთ რომ ყველაფერი გავიაროთ, მაგრამ საპროცესო სტადიების  გავლის საშუალებასაც არ გვაძლევს მოსამართლემ ნადარაია და მასთან ერთად პრენუმი, სამწუხაროდ ამ სასამართლო გააუქმა მთელი ერთის სტადია, ვითომ იმ ეს არის მტკიცებულებების გამოკვლევა, ვითომ იმ დათქმით, რომ კითხვა-პასუხზე შევძლებდით მტკიცებულებების გამოკვლევას და საქმე იმაშია, რომ კითხვა პასუხიც მიაყოლა ეხლა უკან როგორც გაუქმებული. არცერთ პასუხს არ იძლევა მოსარჩელე, ყველაფერზე ამბობს, წადი ნახე სარჩელი ან სრულიად არარელევანტურ პასუხებს იძლევა და მათთან ერთად მოსამართლე პრაქტიკულად ხსნის ყველა შეკითხვას, მაშინ როდესაც მისი ვალია, რომ თუ პასუხს ვერ იღებს მოპასუხე მოსარჩელის თავნელობის გარდა, მოსამართლეს უფლება კი არა, ვალდებულება აქ რომ მოთხოვოს მას პასუხი. ჩვენ აქ ლაპარაკობთ ფაქტებზე, თუ ჩვენ არ გვაძლევ ფაქტს, როგორ უნდა დავიცვათ თავი. ჩვენ დღემდე არ ვიცით რას გვედავებიან, კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც ან უნდა უარყოთ ან დავადასტუროთ.  როცა მოსარჩელე გეუბნება რომ არ გეუბნები გედება ბრალი და მოსამართლე მერე ყვება რომ იცი რა

 

ჩვენ ვიცით ნადარაიასთვის რასაც აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად. აი ეს იქნება ხვალ, მანამდე ჩვენ აქ არ შევალთ, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ფარსი, აქ პროცესი არ მიმდინარეობს  და სანამ ბატონი ნადარაია აქ ზის მანამდე აქ პროცესი არ იქნება, - განაცხადა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები