" ერთიანი ორგანიზმი" მაშინაც მოქმედებს, ვიდრე არ ვარსებობთ?" - გვარამია გორდულაძეს
როგორ შეიძლება პარტიას იმ მოქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს, რომლებიც მის დაფუძნებამდე მოხდა - შესაბამისი კითხვით "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ნიკა გვარმიამ "ოცნების" წარმომადგენელს, არჩილ გორდულაძეს მიმართა.
გვარამიას თქმით, გორდულაძის არგუმენტის თანახმად, პარტიამ არჩევნებში მონაწილეობასა და მანდატებზე უარი მანამდე თქვა, ვიდრე საერთოდ იარსებებდა.
"თქვენ ახლა სერიოზულად გვითხარით ჩვენ, რომ ვიდრე პარტია დაარსდებოდა საერთოდ, დესტრუქციული უარი გვაქვს ნათქვამი იმაზე, რაც არ გვქონია. არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გვქონდა. პერიფრაზირებას კი არ ვახდენ, რომ ზუსტად იმას ვამბობ, რაც თქვენ თქვით. ბატონმა არჩილმაც თქვა და თქვენც თქვით, ბატონმა არჩილმა უფრო პირდაპირ — ჩვენ, ვიდრე ვიარსებებდით, წინმსწრებ პერიოდში უარი გვაქვს ნათქვამი მანდატებზე და არჩევნებში მონაწილეობაზე. გავიგე, რის საფუძველზე ამბობთ, ერთიანი ორგანიზმის საფუძველზე და რა ერთიანი ორგანიზმიც არ უნდა იყოს, შეიძლება ადამიანმა თქვას უარი იმაზე, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნია? აი, მაინტერესებს, ატრიბუციას როგორ გვიკეთებთ ქმედებისა, რომელიც ჩვენს არსებობამდე დადგებოდა? გავიგე, ერთიანი ორგანიზმი იმოქმედებს მაშინ, როდესაც ვარსებობთ ვარსებობთ. ერთიანი ორგანიზმი მაშინაც მოქმედებს, ვიდრე არ ვარსებობთ?" - მიმართა გვარამიამ გორდულაძეს