საერთოდ დღის წესრიგში არ დგას, რომ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" ვაბრალებთ ომის დაწყებას - გიორგი კახიანი

24.11.26 17:27
საერთოდ დღის წესრიგში არ დგას, რომ ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" ვაბრალებთ ომის დაწყებას - გიორგი კახიანი

 

 

რამდენიმეწლიანი ომის პროპაგანდის შემდეგ, ივანიშვილის გუნდმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში თქვა, რომ წინა ხელისუფლებას ომის დაწყებას არ ედავება.

როგორც გიორგი კახიანმა მედიასთან განმარტა, საერთოდ დღის წესრიგში არ დგას, რომ "ოცნება"  "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აბრალებს. 

"ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს" - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

ის, რომ რუსეთი ოკუპანტია ამას მტკიცება არ სჭირდება, მათ პასუხი იმაზე უნდა აგონ რაც ჩაიდინეს, ამ რეზოლუციაზე მხარდაჭერით მათ ქვეყნის ინტერესი დააზიანეს.

ისინი საზოგადოებას ატყუებენ, ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ თითქოს ჩვენ სარჩელით იმის დადასტურება გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომი დაიწყო. სარჩელში ეს საკითხი საერთოდ არ დგას, ჩვენ მათ ვედავებით იმას, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რომლითაც ფაქტობრივად თქვეს, რომ საქართველომ ომი დაიწყო. შინაარსი რეზოლუციის მეხუთე პუნქტის, რასაც მათ მხარი დაუჭირეს გულისხმობს იმას, რომ საქართველომ ომი დაიწყო, თითქოს გამოყენებული იყო კასეტური ბომბები და საქართველოში რუსეთის შემოჭრა რუსეთის მხრიდან თავდასხმა და აგრესია კი არ იყო, არამედ იყო საპასუხო რეაქცია 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვაზე, მათ ამას მხარი დაუჭირეს და ამას ვედავებით თუ ამ რეზოლუციას რატომ დაუჭირეს მხარი, რადგან ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ, როდესაც საქმე სტრასბურგში და ჰააგის სასამართლოში განიხილებოდა. კონსტიტუციურ სარჩელში საკითხი იმდაგვარად საერთოდ არ დგას, თითქოს ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას ვაბრალებდეთ, პირიქით არის, თავიდანვე სარჩელი ესე იყო დაყენებული და პირველივე დღეს, როდესაც ამ სარჩელის განხილვა დაიწყო და ეს კითხვა დამისვით მაშინვე განვმარტე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემით მანიპულირებს და ცდილობს საზოგადოება დაზაფროს“, - განაცხადა კახიანმა.

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება  - ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი. 

"ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ომის დაწყებაში ენმ-ს ბრალეულობას შეეხებოდა.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს რეზოლუციას მხარი, რა მოცემულობასაც შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფო იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.

 

მსგავსი სიახლეები