როდესაც მომიტინგეებმა სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ დახვდათ "სიურპრიზი" - კობახიძე

05.10.25 13:22
როდესაც მომიტინგეებმა სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ დახვდათ "სიურპრიზი" - კობახიძე

 

 

"ოცნების" პრემიერი აცხადებს, რომ მშიდობიან რევოლუციასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო სცენარი გათვლილი ჰქონდათ. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მათ შორის სწრაფად აღკვეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრის მცდელობაც.

 როდესაც სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზ, - განაცხადა კობახიძემ. 

ჩვენ გვქონდა დამუშავებული ყველა სცენარი ყველა შესაბამის შენობასთან მიმართებით. ეს იყო მათ შორის პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის საკრებულო. თბილისის საკრებულო განიხილებოდა თავიდან მათი მხრიდან შეტევის მთავარ ობიექტად, თუმცა შემდეგ შეცვალეს სცენარი. ამასთან დაკავშირებითაც მივიღეთ დროულად ინფორმაცია და მივიღეთ შესაბამისი ზომები. აქედან გამომდინარე, როცა გადავიდნენ ისინი დამხობის მცდელობაზე, როდესაც სცადეს შეჭრა პრეზიდენტის რეზიდენციაში, იქ აღმოჩნდა სიურპრიზი და ეს იყო მარტივი ტაქტიკური გადაწყვეტილება. ყველაფერი იყო ძალიან სწორად დაგეგმილი, - განაცხადა კობახიძემ. 

შსს-ს ინფორმაციით,  მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და პაატა ბურჭულაძის გარდა,  "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანგალაძე და პოლკოვნიკი, ავღანეთში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ბერიძე დააკავეს.

შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ "ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა".

მუხლი, რომლითაც შსს-მ პოლიტიკოსები დააკავა 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები